ეიფელის კოშკი, ისტორია, საიდუმლო ოთახი (ფოტოკოლაჟი)

პროსპერ მერიმე ხშირად წერდა ხოლმე თავის ნოველებს ეიფელის კოშკში განთავსებულ კაფეში, მისი თქმით ის ერთადერთ ადგილი იყო საიდანაც არ ჩანდა ეს მახინჯი ნაგებობა(ეიფელის კოშკი)

(ფრ. la tour Eiffel) – 300 მეტრის ლითონის კონსტრუქციაა, რომელიც პარიზში, სენასთან, შამ–დე–მარსზე მდებარეობს. ეს არის პარიზის ყველაზე მაღალი სტრუქტურა და საფრანგეთის ყველაზე ცნობილი სიმბოლო. ყოველწლურად მის სანახავად 6 მილიონი ტურისტი მიდის, ხოლო მთელი არსებობის განმავლობაში 236 მილიონი დამთვალიერებლით იწონებს თავს.
შემთხვევით არ მიხსენებია სიტყვა „უსახური“ ჩემს “პროლოგში”. თავდაპირველად საზოგადოების რეაქცია ეიფელის კოშკის მიმართ მკვეთრად უარყოფითი იყო, ვინაიდან უმრავლესობას იგი თვალში ხინჯად ხვდებოდა. საბედისწერო შემთხვევის წყალობით კოშკი დანგრევას გადაურჩა და ამჟამად მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე წარმტაც სტრუქტურულ ხელოვნების ნიმუშად მიიჩნევა.
კოშკს ორი წლის განმავლობაში (1887-1889) 300 ადამიანი აშენებდა. იდეის ავტორი და მთავარი არქიტეტორი ცნობილი ფრანგი ინჟინერი გუსტავ ეიფელი გახლდათ. კოშკს სახელი სწორედ მის პატივსაცემად ეწოდა.ეიფელის კოშკიშენობა მსოფლიო გამოფენის, ექსპო–იუნივერსელის ფარგლებში აშენდა, რომელიც საფრანგეთის რევოლუციის 100 წლისთავს ეძღვნებოდა.
თავდაპირველი გათვლებით კოშკის დემონტაჟი აშენებიდან 20 წელიწადში იგეგმებოდა, (ამ პერიოდზე იყო გათვლილი გუსტავ ეიფელის ხარჟების ამოღება), თუმცა მოგვიანებით, რადიო ეთერისა და სატელევიო მაუწყებლობის კოშკზე დამონტაჟების წყალობით, ეიფელმა საკომუნიკაციო დანიშნულება მიიღო და დემონტაჟს გადაურჩა.
12 მეტრიანი სატელევიო ანძის დამონტაჟებამ კოშკის სიმაღლე 12 მეტრით გაზარდა და 312–ის ნაცვლად 324 გახდა. თუმცა ეიფელი თავდაპირველი სიმაღლითაც იმდროინდელი მსოფლიოს ყველაზე მაღალი და მასიური კონსტრუქცია იყო. 10 000 ტონიანი ლითონის ნაგებობა, ურყევად დგას ძლიერი ქარების დროსაც კი. ერთადერთი „საშიშრობა“, რისგანაც ეიფელი „იტანჯება“ ეს სიცხეა. მზიანი მხარის გადახურების შედეგად ეიფელის კოშკის წვერი 18 სანტიმეტრით იხრება.
კოროზიისაგან 60 ტონა სპეციალური საღებავი იცავს, რომელიც ყოველ 7 წელიწადში საჭიროებს განახლებას. დროგამოშვებით საღებავის ფერი იცვლება—ამჟამად კოშკი მოყავისფროდაა შეღებილი. პირველ სართულზე ინტერაქტიული კონსოლებია დამონტაჟებული, რომელშიც მსურველებს შეუძლიათ კენჭი ჰყარონ კოშკის მომავალი შეფერილობის შესარჩევად.
კოშკის ზედა პლატფორმაზე ასასვლელი საფეხურების რაოდენობა იცვლებოდა ისტორიის განმავლობაში. ამჟამად 1665 საფეხურია, თუმცა ზედა პლატფორმაზე საფეხურებით ასვლა შეუძლებელია და დამთვალიერებლებს მხოლოდ ლიფტების გამოყენება შეუძლიათ.

საიდუმლო ოთახი ეიფელის კოშკში

როგორც ცნობილია გუსტავ ეიფელი პარიზელებს არ უყვარდათ და ეს სიძულვილი არა მხოლოდ იმის გამო იყო, რომ მან პარიზში ეიფელის კოშკი ჩადაგა, არამედ იმიტომ რომ მას ამ კოშკის წვერში საკუთარი პატარა ბინა ქონდა მოწყობილი, რომელშიც არავის ქონდა შესვლის უფლება.

დღეს ეს ბინა მნახველთათვის ღიაა და ასე გამოიყურება:

55391e9fab60aad20f3f39b3_gustave-eiffel-tower-thomas-edison-apartment

ძველი ნახატებით და ხის ავეჯით მორთული ბინა დღესდღეობით პარიზის დასათვალიერებლად ყველაზე მაღალ წერტილს წარმოადგენს:

55391fd4ab60aad20f3f39f1_gustave-eiffel-tower-apartment

beautiful-breathtaking-city-of-love-eiffel-tower-Favim.com-618518

beautiful-cool-eiffel-tower-paris-Favim.com-725567

Eiffel Tower at Night, Paris, France

Eiffel1_2960427b

eiffel-tower-paris-france_main

eiffel-tower-paris-france-26

France
France

Have-a-good-night-everyone-Beautiful-shot-of-the-Eiffel-Tower-by-@dotzsoh

Paris_2809_3

Comments
Loading...