ეკა ბერიძე: დავით დვალის დაბრუნება ტელევიზიაში პროგრესის მომტანი იქნება!

„georgian water and power”-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ეკა ბერიძე ტელეკომპანია „რუსთავი 2″-ის დროებით მმართველად დავით დვალის დანიშვნას დადებითდ აფასებს და როგორც თავის განცხადებაში აღნიშნავს, ის, რომ საქართველოში სატელევიზიო მედიის თავისუფლება და ხარისხი 2004 წლამდე იყო საუკეთესო რეგიონში, დიდწილად პირადად დავით დვალის დამსახურებაა.

„ის, რომ საქართველოში სატელევიზიო მედიის თავისუფლება და ხარისხი 2004 წლამდე იყო საუკეთესო რეგიონში, დიდწილად პირადად დავით დვალის დამსახურებაა; იმის მიზეზი რომ სატელევიზო მედიის თავისუფლება და ხარისხი 2004 წლიდან და დღემდე, არის ბევრად უარესი, ვიდრე წინა პერიოდში, დიდწილად პირადად დავით დვალის მედიიდან ჩამოშორებითაა განპირობებული.
ვფიქრობ მისი დაბრუნება ტელევიზიაში მხოლოდ პროგრესის მომტანი იქნება მედიის თავისუფლებისთვის და ქვეყნის დემოკრატიულად განვითარებისთვის”,
– წერს ეკა ბერიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

Comments
Loading...