ეკა ბესელია ალეკო ელისაშვილს და ელისო კილაძეს სასამართლოში უჩივის

ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია შეწყალების კომისიის ყოფილ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილსა და ჟურნალისტ ელისო კილაძეს სასამართლოში უჩივის. სარჩელს თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 12:00 საათზე, ეკა ბესელიას ადვოკატი გიგა კვერენჩხილაძე შეიტანს.

სასარჩელო მოთხოვნაა, ელისაშვილს და კილაძეს დაევალოთ გამოაქვეყნონ ის გადაწყვეტილება, რასაც მათ წინააღმდეგ სარჩელზე სასამართლო მიიღებს. “ისინი მედიის მეშვეობით ეკა ბესელიას მიმართ, არაერთ ცილისმწამებლურ განცხადებას აკეთებენ, მათ შორის ადანაშაულებენ ე.წ. კოკაინის საქმეზე მსჯავრდებულების მფარველობაში და ფულის აღებაში. სარჩელით მოვითხოვთ სახელისგამტეხი განცხადებების უარყოფას”, – განაცხადა გიგა კვერენჩხილაძემ.

Leave A Reply

Your email address will not be published.