ეკა ბესელია ალეკო ელისაშვილზე – საბრალო ცრუპენტელაა, რომელიც თავისივე ტყუილებში ეხვევა

ალეკო ელისაშვილის ცრუპენტელობის გამო მე დავიწყე მის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განუცხადა.

მისი თქმით, ის რომ ჟურნალისტებისთვის ელისაშვილი არის სანდო, ტრაგიკომიკურია.

”რა უნდა მკითხოთ მაგ მასხარაზე? სასამართლო პროცესი იყო და ამ პროცესის შემდეგ იყო აღელვებული და გავახსენდი. ელისაშვილი თქვენთვის, რომ არის სანდო, რომ მის განცხადებას ვუპასუხო, იმ ყველაფრის მერე, რაც დაემართა მის მიერ შექმნილი ცრუპენტელობით, ეს ჩემთვის არის ტრაგიკომიკური. პროფესიონალიც არ ჰქვია, ის არის იაფფასიანი მატყუარა. ეს არის ისეთი საბრალო ცრუპენტელა, რომელიც თავის ტყუილებში ეხვევა და ვეღარ ხვდება, როდის რას ლაპარაკობს. ამიტომ, ამ ცრუპენტელობის გამო მე დავიწყე მის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი და როცა, დასრულდება, შემდეგ ვისაუბროთ. ამ ადამიანს იმის გამბედაობა არ ეყო, რომ ჩემთან ერთად ეთერში დამჯდარიყო და ახლა მე მის კითხვას სერიოზულად ვუპასუხებ?”, – განაცხადა ბესელიამ.

ე.წ. შეწყალების სკანდალთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში ეკა ბესელიამ შეიტანა. სასარჩელო მოთხოვნის თანახმად, ეკა ბესელია ალეკო ელისაშვილისგან ცილისმწამებლური და შეურაცხმყოფელი განცხადებების უარყოფას და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად მისთვის ჯარიმის – 20 500 ლარის დაკისრებას ითხოვს. ბესელიას ადვოკატის ინფორმაციით, ჯარიმის თანხა მთლიანად მზრუნველობამოკლებული ბავშვების დახმარების ფონდში გადაირიცხება.

 

ipn.ge

Comments
Loading...