ეკა ბესელია ელისაშვილისა და ქორიძის მაკომპრომიტირებელი მასალების გამოქვეყნებას გეგმავს

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე თვლის, რომ ქართული ოცნების ლიდერების წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს, რომელშიც ალეკო ელისაშვილთან და ელისო კილაძესთან ერთად პრეზიდენტი, თავისუფალი დემოკრატები და რუსთავი 2 გაერთიანდნენ.

შეწყალების კომისიის ყოფილი და მოქმედი ხელმძღვანელების მაკომპრომიტირებელი მასალების გამოქვეყნებას ბესელია ინტერნეტით გეგმავს.

ურთიერთბრალდებების ფონზე, შეწყალების კომისიაზე შესაძლო ზეწოლის ფაქტებზე გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

საგაზაფხულო სესიაზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხიც დადგება, იქამდე კი ეკა ბესელია პროკუტარურას გამოძიების მასალების გასაჯაროებისკენ მოუწოდებს.

ავტორი: თეონა ცხომელიძე

Comments
Loading...