ეკა ბესელია განცხადებას ავრცელებს

გადაწყვეტილებით, რომლის სამოტივაციო ნაწილი გამოქვეყნდა 13 იანვარს, დასრულდა 10 თვიანი განხილვა და ქარტიამ დაადგინა დარღვევა ონლაინგამოცემა „FRESHNEWS.GE”-ის ჟურნალისტის მაკა ჩიხლაძის მიერ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი პრინციპის, რომლის თანახმადაც ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.

2015 წლის 5 თებერვალს ონლაინგამოცემა „FRESH NEWS”-ის მიერ გამოქვეყნდა მასალა, სიუჟეტი „ეკა ბესელიას შვილი ახალ სკანდალში ეხვევა-რა მოხდა ფოთში“.?
ამ სიუჟეტით საზოგადოებას მიეწოდებოდა ცრუ და ცილისმწამებლური ინფორმაცია ეკა ბესელიას შვილის რატი მილორავას თაობაზე, თიtქოს მოხდა ჩხუბი და ინციდენტი ფოთში
სინამდვილეში ეს იყო შეგნებულად შეთხზული გამოგონილი ცრუ სცენარი, რადგან რატი მილორავა არათუ რესტორან „ფაზის“-ში არამედ იმ დროისთვის ფოთშიც არ იმყოფებოდა.
2015 წლის 5 მარტს ადვოკატმა ელენე სიჭინავამ, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს მიმართა განცხადებით -ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძის წინაღამდეგ. ვინაიდან ჟურნალისტის მიერ დაირღვა ჟურნალისტური ეთიკის პრინციპი.

არსებულ რეპორტაჟში მიზანმიმართულად და ტენდენციურად არის წარმოჩენილი ცალსახად ერთი ვერსია,არანაირად არ იყო გაშუქებული ის უამრავი გარემოება ,რაც ამ ვერსიის საწინაღამდეგოდ რეალურად არსებობდა.

2015 წლის 27 მაისს ეთიკის კომისიამ ჩაატარა სხდომა და განიხილა საქმე.
განცხადებაში წარმოდგენილი იყო დასაბუთება, რომ რეპორტაჟი მიზნად ისახავდა დეპუტატ ეკა ბესელიას დისკრედიტაციას მისი შვილის შესახებ ყალბი და საგანგებოდ შეთხზული ჭორის გავრცელებასა და საზოგადოებისთვის ამ აზრის თავზე მოხვევის მიზნით.

რეპორტაჟში ინფორმაცია წარმოდგენილია თვალშისაცემად დაუბალანსებელი სახით და აშკარად ტენდენციურად. ასევე ამ რეპორტაჟში ერთი წყაროც კი არ არის მითითებული რომლის არსებობა რეალურად დაადასტურებდა აღნიშნულ თემაზე სიუჟეტის მომზადების საჭიროებას. რომ არა მიზანმიმართული „ბინძური“ კამპანია დეპუტატ ეკა ბესელიას მიმართ.

სწორედ ამიტომ თავიდანვე ნათლად იყო ამ რეპორტაჟის მომზადების მიზანი, საზოგადოებისთვის ამ ჭორის თავზე მოხვევა და ამაში საზოგადოების დარწმუნება. ეს ყველაფერი კი მიზანმიმართულად საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად და რატი მილორაას დედის ეკა ბესელიას მიზანმიმართულ დისკრედიტაციის მიზნით გაკეთდა.

ამ სარჩელში ასევე აღნიშნულია რომ ყალბი ფაქტების შემცველი და სახელის გამტეხი ცნობების გავრცელებამ რატი მილორავას მძიმე მორალური ზიანი მიაყენა. უსაფუძვლო ცილისწამებამ შელახა რატი მილორავას რეპუტაცია და გამოიწვია ყალბი იმიჯის შექმნა საჯარო სივრცეში.ასევე აქვე მიჩნეულ იქნა რომ რატი მილორავა არ არის საჯარო ფიგურა და მას არ გააჩნია თმენის ვალდებულება. “FRESHNEWS”-ის მიერ მომზადებული რეპორტაჟით დაირღვა რატი მილორავას პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, რომელიც დაცულია საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით.

ეს ინფორმაცია რომ იყო გამოგონილი, ცრუ და მიზანმიმართულად შეთხზული დაადასტურა გამოძიების დასკვნამაც. სამეგრელო ზემო სვანეთის პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების დასკვნით გადამოწმდა გავრცელებული ინფორმაცია , რაც აღმოჩდა ცრუ. მსგავს ფაქტს არ ქონია ადგილი, რაც აღწერილი იყო FRESH NEWS”-ის მიერ გავრცელებულ მასალაში.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს 2015 წლის 19 დეკემბერს გადაწყვეტილებით, ონლაინგამოცემა „FRESHNEWS.GE”-ის ჟურნალისტმა მაკა ჩიხლაძემ დაარღვია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი პრინციპი, რომლის თანახმადაც ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.
მსგავსი ჟურნალისტური ეთიკა ხშირად ირღვევა, რაც ახდენს სიცრუის ტირაჟირებას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. გარდა იმისა რომ მნიშვნელობვან მორალურ ზიანს აყენებს ადამიანს. მასალას გთავაზობთ მშრალად ვინაიდან ისედაც ნათელია ჟურნალისტის მიერ დაუბალანსებლად გაკეთებული მასალის სიცხადე, რა მიზანს ემსახურებოდა. ამას ადასტურებს „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის საბჭოს „ 2015 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებაც.

მიუხედავად იმისა, რომ 10 თვე გრძელდებოდა ამ საკითხის განხილვა ეთიკის ქარტიის მიერ, რაც გარკვეულწილად ქარტიის მუშაობის ხარვეზებზე მიუთითებს, შეიქმნა კიდევ ერთი პრეცედენტი ჟურნალისტების მიერ ეთიკის სტანდარტების დარღვევის ფაქტზე.
სამწუხაროდ ეს ამ გამოცემის შემთვევაში გამონაკლისი არაა.

ვაპირებ სწორედ სამართლებრივი მექანიზმებით, სასამართლო, გამოძიება, ეთიკის ქარტიის საბჭო და ა.შ ვიბრძოლო იმისთვის, რომ დამკვიდრდეს ადამიანის უფლებათა მაღალი სტანდარტი, პატივი სცენ სხვათა უფლებებს და საზოგადოებამ მიიღოს ობიექტური ინფორმაცია.
რამდენი სასამართლოც იქნება ამისთვის საჭირო და რამდენი პრეცედენტის შექმნაც,იმდენჯერ გავაკეტებ ამას, რადგან მიმაჩნია ჩვენი საზოგადოება იმსახურებს იცხოვროს დაცულ გარემოში, სადაც პატივს სცემენ ადამიანის ღირსებას და მის უფლებებს, სადაც ადამიანი დაცული იქნება ცილისწამებისა და უსაფუძვლო ბრალდებებისგან.

Leave A Reply

Your email address will not be published.