ეკა ბესელია: ისეთ ექსპერიმენტს ვერ ჩავატარებთ, რაც საფრთხეებს გაზრდის

ფარული საგამოძიებო მოქმედებების გარე კონტროლის გაძლიერების მიზნით, შესაძლოა საპარლამენტო კონტროლის მექანიზმები იყოს გამოყენებული.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ საპარლამენტო კონტროლის გაზრდის საკითხზე გაამახვილა ყურადღება.

მისი თქმით, საქართველოში, რომელსაც საკმაოდ რთული გეოპოლიტიკური მდგომარეობა გააჩნია, ისეთი ექსპერიმენტი ვერ ჩატარდება, რაც საფრთხეებს კიდევ უფრო გაზრდის.

„სამუშაო პროცესი ახლა იწყება. ჩვენ უკვე მოვამზადეთ კვლევა რამდენიმე ქვეყნის მოდელის, მათ შორის წამყვანი ქვეყნების, როგორიც არის: გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრინატეთი, აშშ-ი, ბელიგია. ვნახეთ, ამ ქვეყნებში როგორ ხდება უსაფრთხოების და პირადი დაცული სიკეთის დაცვა. ბოლო დირექტივებით, მათ შორის უსაფრთხოების გაზრდილი მასშტაბის გამო, ძალიან ბევრმა ქვეყანამ პრევენციული ღონისძიებები გაზარდა. ჩვენ ეს ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციებს გავუზიარეთ. სამუშაო ჯგუფი უკვე შექმნილია, დავიწყეთ მუშაობა და გვაქვს დისკუსია, როგორ უნდა მოხდეს ახალი მოდელის ჩამოყალიბება. ყველა ვთანხმდებით ერთ რამეზე, რომ მიზანი: ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა იყოს გარანტირებული და სახელმწიფოს ეს მაღალი პასუხისმგებლობა უზრუნველყოფილი იყოს ყველა შესაბამის ინსტრუმენტით ისე, რომ არ მოხდეს არაპროპორციულად პირად დაცულ სივრცეში ჩარევა. ამ ბალანსის დაცვაზე ყველანი ვთანხმდებით. ასევე ვთანხმდებით იმაზე, რომ შეიძლება მოვიფიქროთ კონტროლის დამატებით მექანიზმები, გარე კონტროლზეა საუბარი, გარდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტროსა და სასამართლოსი, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში დარჩება, როგორც გარე კონტროლის ეტაპი. ასევე ვფიქრობთ, საპარლამენტო კონტროლის ფუნქციის გაზრდაზე”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით,უმრავლესობის წარმომადგენლები საზოგადოებრივ მოძრაობა „ეს შენ გეხებას” წევრებს შეხვდნენ. ფარული მიყურადების სისტემის რეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე დისკუსია მედიისთვის დახურული იყო.

reportiori.ge

Comments
Loading...