ეკა ბესელია მინისტრთა კაბინეტში მოსალოდნელ ცვლილებებზე კომენტარს აკეთებს

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ეკა ბესელია მინისტრთა კაბინეტში მოსალოდნელ ცვლილებებზე კომენტარს აკეთებს. იგი ამბობს, რომ ამ თემაზე გუნდში კონსულტაციები არ გამართულა, თუმცა გიორგი კვირიკაშვილის მიერ პრემიერ მინისტრად დამტკიცების შემდეგ გაკეთებულ განცხადებას იშველიებს და მასზე დაყრდნობით აცხადებს, რომ მსგავსი ცვლილებები გამორიცხული არ არის.

“ვიცით, რომ გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერის პოსტზე ნდობის გამოცხადებისას თქვა, რომ მომავალში მთავრობაში ცვლილებებს არ გამორიცხავს. უბრალოდ მას სჭირდებოდა მეტი დრო გადაწყვეტილების მისაღებად. მომავალში გამორიცხული არაფერია, მაგრამ არც არავითარი კალენდარი არ არსებობს და ამ თემაზე კონსულტაციები არ გამართულა”, – აცხადებს ეკა ბესელია.
წყარო

Comments
Loading...