ეკა ბესელია პაატა ბურჭულაძეზე _”საქართველო იმდენად პატარა ქვეყანაა, ამდენი პოლიტიკური პარტიით არ მგონია პოზიტიურად წარმოჩინდებოდეს“ –

პაატა ბურჭულაძის პოლიტიკაში შესაძლო გადასვლაზე შეფასებები გაკეთდა პარლამენტში. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს კიდევ ერთი პარტიის გამოჩენა მიზანშეწონილად არ მიაჩნია. ფონდის შექმნის საკითხს კი, რომელიც კეთილი საქმეების კეთებისკენ იქნება მიმართული, დეპუტატი მიესალმება.

„ალბათ ნელ-ნელა უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ ჩვენი ადგილი არსებულო პოლიტიკურ იდეოლოგიაში ვიპოვოთ. საქართველო იმდენად პატარა ქვეყანაა, ამდენი პოლიტიკური პარტიით არ მგონია პოზიტიურად წარმოჩინდებოდეს,“ – აღნიშნავს ეკა ბესელია.

როგორც ცნობილია დღეს საოპერო მომღერალმა მის პოლიტიკაში წასვლასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გამორიცხა.

Leave A Reply

Your email address will not be published.