ეკა ბესელია პროკურატურისგან ფოთის პროკურორზე მომხდარი თავდასხმის მოტივაციის დასახელებას ითხოვს

ეკა ბესელია პროკურატურისგან ფოთის პროკურორზე მომხდარი თავდასხმის მოტივაციის დასახელებას ითხოვს.

ამის შესახებ განცხადება ფოთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ, დღეს გააკეთა.

დეპუტატი პროკურორის საქმიანობას დადებითად აფასებს და ამბოს, რომ ალექსანდრე გოგუაძეს ბევრი მნიშვნელოვანი და პრინციპული საქმე აქვს გამოძიებული და გახსნილი.

ეკა ბესელია მომხდარზე გამოძიების დასრულებას ელოდება.

„უდავოდ ნიშნავს იმას, რომ ეს არ იყო მხოლოდ პერსონალური შეტევა. ეს მთელი ინსტიტუციისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა. მას არავითარი ბიზნესი არა აქვს. მოტივი უნდა გვითხრას გამოძიებამ, რა მოტივით მოხდა მოქმედ პროკურორზე თავდასხმა,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.

Leave A Reply

Your email address will not be published.