ეკა ბესელიამ პატიმრების წერილების გამოქვეყნება დაიწყო

ეკა ბესელიამ დაპირებული პატიმრების წერილების გამოქვეყნება დაიწყო. პირველი მათგანი დღის ბოლოს მის facebook-ის ერთ-ერთ გვერდზე დაიდო.ორჯერ ნასამართლევი ბადრი ანთია წერს, თუ როგორ არ გაითვალისწინა შეწყალების კომისიამ და პირადად ზვიად ქორიძემ მისი მდგომარეობა და თხოვნა გათავისუფლების შესახებ.

“რუბრიკა “პატიმრის ხმა შეწყალების კომისიას”

ვიწყებთ პატიმართა იმ წერილების საჯაროდ გამოქვეყნებას,ვინც მიიჩნევს რომ შეწყალების კომისია უსამართლოდ ექცევა პატიმრებს და ჩვენი კომიტეტისგან ითხოვენ რეაგირებას. რადგან შეწყალების კომისიის ყოფილი და მოქმედი თავჯდომარეები მიზანმიმართულად და ცილისმწამებლურად თავს ესხმიან “საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს”, გადავწყვიტეთ პატიმართა უფლებების დაცვის მიზნით გავასაჯაროვოთ იმ პატიმართა საჩივრები, ვინც მიიჩნევს რომ ის თავად უსამართლობის მსხვერპლია.იქნებ მათი ხმა მივაწვდინოთ შეწყალების კომისიის თავჯდომარესა და პრეზიდენტს და იქნებ ამის შემდეგ მაინც სათანადო ყურადღება მიაქციონ მათ და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება.”

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე პატიმრების რამდენიმე ათეული წერილის გამოქვეყნებას აპირებს. მისი მტკიცებით, საუბარია შეწყალების კომისიის ყოფილი და მოქმედი ხელმძღვანელების მაკომპრომიტირებელ მასალებზე.

http://pirveliradio.ge/?newsid=60762

Comments
Loading...