ეკა ბესელიას იმედი აქვს, რომ კოალიციაში დაპირისპირების თემა ამოწურულია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ეკა ბესელიას განცხადებით, კოალიცია მუშაობას იმ პინციპით გააგრძელებს, რაზეც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.

“პრემიერისა და “რესპუბლიკური პარტიის” შეხვედრის დეტალების შესახებ არ ვიცი, თუმცა პრემიერმა დღესაც ამასთან დაკავშირებით მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განცხადება გააკეთა, რასაც კოალიცია ვიზიარებთ. დიდი იმედი მაქვს, რომ ამოიწურება ეს საჯარო დებატები და ყველა პრობლემა კოალიციის შიგნით მოგვარდება. შეხვედრის შემდეგ ამას ველოდები”, – განუცხადა ბესელიამ “პირWელს”.

პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დრევანდელ სხდომაზე აღნიშნა, რომ არჩევნებამდე მუშაობა კოალიციურ ფორმატში გაგრძელდება და თუ კოალიციაში აზრთასხვადასხვაობა არსებობს, კოალიცია კიდევ იტანს ამ ტიპის სხვადასხვაობას.

“უმნიშვნელოვანესი მიზნები და ამოცანები გვაქვს გადასაჭრელი და მთავრობის მონოლითურობის ხარისხი უნდა იყოს გაცილებით უფრო მაღალი. ამიტომ, უნდა მოვახდინოთ მაქსიმალური ფოკუსირება და კონცენტრირება იმ ამოცანებზე, რომელიც ჩვენს მოსახლეობას გააჩნია და ამ მიზნების მიღწევაში უნდა ვიყოთ ერთიანი”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პრემიერი “რესპუბლიკელებს” მთავრობის ადმინისტრაციაში გუშინ შეხვდა. მანამდე, კვირიკაშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც კოალიციაში შემავალ დაპირისპირებულ სუბიექტებს სადაო საკითხების კოალიციის შიგნით განხილვა შესთავაზა, წინააღმდეგ შემთხვევაში, კვირიკაშვილმა მთავრობაში ცვლილებები არ გამორიცხა

Comments
Loading...