ეკა მიშველაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ეკა მიშველაძე სამსახურიდან გაათავისუფლა. ჟურნალისტმა გენერალური დირექტორის გიორგი ბარათაშვილისგან წერილი მიიღო, სადაც აღნიშნულია, რომ გადაცემა „პირველი სტუდია“ დაიხურა.

ჟურნალისტმა წერილი საჯაროდ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

წერილში საუბარია იმაზე, რომ მის მიერ წარდგენილი ახალი გადაცემის პროექტმა არ დაიმსახურა მოწონება მაუწყებელში.

,,იმის გათვალისწინებით რომ გადაცემა ,,პირველი სტუდია“, რომლის წამყვანის თანამდებობასაც თქვენ იკავებდით დღემდე, დახურულია, ხოლო თქვენს მიერ წარმოდგენილი პროექტის თაობაზე შესაძლოა დაფიქსირდეს, რომ თემატიკა, რომლებსაც თქვენ შეეხებით პროექტის სახით წარმოდგენილ გადაცემაში, საკმაოდ ვრცლად არის წარმოდგენილისატელევიზიო ბადეში არსებული (და ასევე წარმოების სტადიაში მყოფ პროექტებში) სხვადასხვა გადაცემებში და შესაბამისად არ არის მიზანშეწონილი დამატებით ცალკე პროექტის სახით მსგავსი ტიპის გადაცემების ჩაშვება, სახეზეა თქვენსა და სსიპ ,,საზოგადოებრივ მაუწყებელს“ შორის არსებული შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონოთ გათვალისწინებული ობიექტური გარემოება.
შესაბამისად საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს შრომის კოდექსი“-ს 38-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გაფრთხილებთ გადაცემა ,,პირველი სტუდია“-ს დაზურვის საფუძველზეთქვენთან გაფორმებული #168 შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.”

Comments
Loading...