ეკა ზღულაძე ამერიკულმა ჟურნალმა 100 გლობალურად მოაზროვნე ადამიანთა შორის დაასახელა

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ეკა ზღულაძე ამერიკულმა ჟურნალმა Foreign Policy-მა 100 გლობალურად მოაზროვნე ადამიანთა (100 Global Thinkers) შორის დაასახელა.

ჟურნალი რეიტინგს ყოველწლიურად აქვეყნებს.

რეიტინგი დაყოფილია 9 კატეგორიად: ადამიანები, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ, ადამიანები, რომლებმაც გამოწვევა მიიღეს, ინოვატორები, დამცველები, ხელოვანები, მკურნალები, გარემოს დამცველები და ა.შ.

„უკრაინულ პოლიციაში მაიდნის სულისკვეთების მხარდაჭერისთვის“ ეკა ზღულაძე იმ ადამიანების კატეგორიაში მოხვდა, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ.

მან, წელიწადზე ნაკლები მოანდომა უკრაინული პოლიციის რეფორმას, 2 000 ახალწვეული დაამატა, რომლებსაც მაღალი ხელფასი და დასავლური წვრთნები აქვს გავლილი, წერს გამოცემა.

Leave A Reply

Your email address will not be published.