ეკონომიკის მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა სამინისტროს 3 წლიანი მუშაობა შეაჯამა.

ეკონომიკის მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა სამინისტროს 3 წლიანი მუშაობა შეაჯამა. მინისტრმა სამ წლიან მუშაობაში ყველაზე წარმატებულ ფაქტად, ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერა დაასახელა.
“ყველაზე დიდი მიღწევა, რაც ამ სამი წლის განმავლობაში გვქონდა, ეს იყო ევროპასთან თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების ხელმოწერა. ამ ხელშეკრულებამ ჩვენ გაგვიხსნა 500 მილიონიანი სამომხმარებლო ბაზარი. 2012 წლიდან 2015 წლამდე, მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოს საერთაშორისო ბაზრების, წილობრივი სტრუქტურა რეგიონალურ ჭრილში. ევროკავშირთან ექსპორტი 81 პროცენტით და მისი წილი მთლიან ექსპორტში 15-დან, 21 პროცენტამდე გაიზარდა.

პრეფერენციული რეჟიმების არეალის გაფართოვება, საქართველოს მთავრობის და ეკონომიკის სამინისტროს ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა. ამ წუთში ჩვენი სამინისტრო მუშაობს ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის ქვეყნებთან, თავისუფალი ვაჭრობის ხელმოწერაზე, – ეს დამატებით კიდევ 14 მილიონიანი ბაზარია”, – განაცხადა მინისტრმა

Comments
Loading...