ეკონომიკის მინისტრს სახეში სექს-სათამაშო ესროლეს
ახალი ზელანდიის ეკონომიკის მინისტრს სტივენ ჯოისს ფალოიმიტატორი სახეში მაშინ ესროლეს, როცა ის ინტერვიუს აძლევდა.
სექს-სათამაშო მინისტრს აქტივისტმა ჯოზი ბატლერმა უთავაზა, რომელმაც ეს საქციელი მინისტრის მიერ „ქვეყნის გაუპატიურების“ გასაპროტესტებლად ჩაიდინა. მედიის ცნობით, ბატლერი კონკრეტულად მინისტრის მიერ ხელმოწერილ ერთ-ერთ შეთანხმებას აპროტესტებს.
მინისტრი მომხდარს მშვიდად შეხვდა.
ქალი პოლიციამ დააკავა.
წყარო: info9.ge