ელჩის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება “ჯეიშ ალ-ფათჰმა” აიღო

თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა სირიაში მოქმედმა შეიარაღებულმა კოალიცია “ჯეიშ ალ-ფათჰმა” აიღო, – ამის შესახებ “რია-ნოვოსტი” იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, აღნიშნულ კოალიციაში დაჯგუფება “ალ-ნუსრას ფრონტი” შედის. ა

როგორც მედია წერს, “ჯეიშ ალ-ფათჰი” ძირითადად იდლიბის პროვინციაში მოქმედებს. მისი მებრძოლების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პოლიციელი მევლუთ მერთ ალთინთაში, რომელმაც ანდრეი კარლოვი მოკლა, აღნიშნული დაჯგუფების წევრი იყო.

შეგახსენებთ, რომ ანდრეი კარლოვი 19 დეკემბერს ანკარაში ფოტოგამოფენის გახსნის დროს მოკლეს. მას 22 წლის მევლუთ მერთ ალთინთაშმა ესროლა, რომელიც ყოფილი სპეცრაზმელი იყო. ის პოლიციის მიერ ადგილზევე იყო ლიკვიდირებული. თურქეთმა და რუსეთმა მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭეს და მკვლელობის ერთობლივ გამოძიებაზე შეთანხმდნენ. რუსეთმა თურქეთში 18-კაციანი საგამოძიებო ჯგუფი გაგზავნა.

 

 

წყარო  : epn.ge

Comments
Loading...