ელენე ხოშტარია: იმედია, სააკაშვილი გაიაზრებს, რამხელა ზიანს აყენებს ქვეყანას

“მე იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი კოლეგები და პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილი გაიაზრებენ თუ რამხელა ზიანს აყენებენ, არამხოლოდ პარტიას არამედ ქვეყანას და დაბრუნდებიან ცივილიზებულ ჩარჩოში”,- ასე გამოეხმაურა “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი, ელენე ხოშტარია პარტიაში არსებულ დაპირისპირებას.

“გამოაცხადეს რაღაცა კომისია, რომელიც თვითნებურად იღებს გადაწყვეტილებებს. ამ ზღვრამდე ამ პროცესის მიყვანა ნამდვილად სერიოზულ საფრთხეს უქმნის პარტიის ერთიანობას და მე იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი კოლეგები და პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილი გაიაზრებენ თუ რამხელა ზიანს აყენებენ, არამხოლოდ პარტიას არამედ ქვეყანას და დაბრუნდებიან ცივილიზებულ ჩარჩოში.

აქ არ არის საუბარი იმაზე,რომ განსხვავებული აზრია პრობლემა, მაგრამ წესების უგულვებელყოფა და თანაგუნდელების შეურაცხყოფა ეს არის პროცესი, რომელიც ზიანს აყენებს პარტიას. პროცესების ასე განვითარება, რომელიც სააკაშვილის მხრიდან ხდება თანაგუნდელების შეურაცხყოფა აღრმავებს პარტიის დაშლის შესაძლებლობას,“-განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

 

წყარო  :  ipress.ge

Comments
Loading...