ელენე ხოშტარია: ხელისუფლებას პრობლემის სერიოზული აღქმა არ აქვს
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, ხელისუფლებას ეკონომიკური პრობლემების გამოსწორების ქმედითი გეგმა არ აქვს.
“ეს კიდევ ერთი მცდელობაა, რომ ხელისუფლებამ გაიგოს საზოგადოების პრობლემა. სამწუხაროა, რომ ხელისუფლებას ამ პრობლემის სერიოზული აღქმა არ აქვს. ხან გარე ფაქტორებს აბრალებენ, ხან შიგნით ვიღაცას. ამის გამოსწორების ქმედითი გეგმა არ არსებობს”,- აღნიშნა ხოშტარიამ.
წყარო : ipress.ge