საპარლამენტო უმცირესობის წევრის ელენე ხოშტარიას გნაცხადებით, სამწუხაროა, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” ერთიანობის შენარჩნება ვერ შეძლო და პროცესი ბრალდებების ფონზე წარიმართა.
“სამწუხაროა, რომ ეს პროცესი მიმდინარეობდა ბინძური ბრალდებების ფონზე. ვფიქრობ, ამის გამო ამომრჩეველთან ბოდიშია მოსახდელი. დღეს “ნაციონალური მოძრაობა” იმ ფორმით, რა ფორმითაც გვთავაზობს სააკაშვილი, წარსულია, რომელიც ვერ დაამარცხებს ბიძინა ივანიშვილს. მინდა წარმატებები ვუსურვო ყველას, მათ შორის მათ, რომელთაგან ჩვენ დღეს ვიყოფით. მინდა წარმატებები ვუსურვო მთავარ ამოცანაში, ბიძინა ივანიშვილთან ბრძოლაში. მინდა, რომ კინკლაობა დასრულდეს და ყველა კონცენტრირდეს ქვეყნისთვის საჭირო ამოცანაზე. ვფიქრობ, იმ მეთოდებით, რასაც ისინი საზოგაოდებას სთავაზობენ, ბელადზე ორიენტირებული პარტია ამ ამოცანას ვერ შეასრულებს, მაგრამ მაინც ყველას ვუსურვებ წარმატებას”, – აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.
ipress.ge