ელენე ხოშტარია: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ქვეყანას მინიმალური ზიანი მიადგეს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ელენე ხოშტარიას განცხადებით, საარჩევნო ბრძოლის შემდეგ, მისი გუნდი საპარლამენტო ბრძოლას იწყებს.

ამის შესახებ მან ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობაში, მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს საპარლამენტო ბერკეტების აღება ქვეყნისა და ამომრჩევლის შესაბამისად მიაჩნიათ.

„ყველას ვაჩვენეთ, რომ საარჩევნოდ ჩვენი გზა მხოლოდ მშვიდობიანი იყო და ბრალდებები აპოკალიფსზე აბსურდული იყო. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის ფარგლებში, ქვეყანას მინიმალური ზიანი მიადგეს“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობაში დღეს, მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება, სადაც ფარული კენჭისყრით, პარლამენტის თავმჯდომარეს აირჩევენ.

Comments
Loading...