ელენე ლორთქიფანიძე – არაჯანსაღი პროპაგანდის აკრძალვა არსებული კანონის ფარგლებში

“საქართველოს ეროვნული ახალგაზრდული მოძრაობის” ლიდერი ელენე ლორთქიფანიძე

“სამწუხაროდ, კონსტიტუციაში არ არის განსაზღვრული ნორმა, რომელიც აკრძალავს და შეზღუდავს,არაჯანსაღი ტენდენციების პროპაგანდას.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში,მხედველობაში მაქვს დღესდღეობით ჩვენს საზოგადოებაში არსებული აქტუალური საკითხი, რომელიც ზნეობრივი პრობლემის ჭრილში განიხილება, რაც მოიცავს გაუკუღმართებულსა და გაუზნეურებული ქცევის პროპაგანდას. ყოველდღიურად, სხვადასხვა მასობრივი საინფორმაციო მედიისა თუ სოციალური ქსელის მეშვეობით თითოეული ჩვენგანი ვეჯახებით იმ იდეოლოგიურ წნეხს,რაც უარყოფით დამოკიდებულებას იწვევს ჩვენში. ეს ყველაფერი კი გვიჩენს სურვილს მომავალი თაობები დავიცვათ ზნეობრივი გადაგვარებისგან.
პირადად მე,განსაკუთრებულად დიდ პასუხისმგებლობასა და ძლიერ ემოციებს ვგრძნობ, როდესაც თემატიკა ამ საკითხისკენ არის მიმართული. გამომდინარე იქიდან, რომ მე ვცხოვრობ ოჯახში, სადაც ვიზრდებით რვა დედმამიშვილი,მე მეშინია იმ სამომავლო შედეგების,რომლელთა წინაშეც შეიძლება ჩემი პატარა და-ძმა დადგეს.

მიმაჩნია, რომ სანამ საზოგადოება მივაღწევთ შემდეგს, რომ კონსტიტუციაში განისაზღვროს საკანონმდებლო რეგულაცია, რომელიც აკრძალავს მამათმავლობისა თუ სხვა არაჯანსაღი ქცევების რეკლამირებას, თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია თავდაცვის მიზნით გამოვიყენოთ ჩვენივე საკანონმდებლო სივრცეში არსებული სამოქალაქო პოლიტიკურ უფლებათა პაქტი და ვიხელმძღვანელოთ მე-18 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, რის მიხედვითაც:
„ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები კისრულობენ ვალდებულებას, პატივი სცენ მშობელთა და შესაბამის შემთხვევებში, კანონიერ მეურვეთა თავისუფლებას უზრუნველყონ თავიანთი ბავშვების რელიგიური და ზნეობრივი აღზრდა საკუთარი მრწამსის შესაბამისად.“

საქართველო საერთაშორისო პაქტის მონაწილე 1994 წლიდან გახლავთ. ამ პაქტის ყველა მონაწილე სახელმწიფო და ცალკეული ადამიანები ითვალისწინებენ ვალდებულებებს , სხვა ადამიანებისა და იმ კოლექტივის მიმართ, რომელსაც ეკუთვნიან. თითოეული ჩვენგანი უნდა იღწვოდეს ამ პაქტით აღიარებული უფლებათა დაცვისათვის. ჩემს მიერ ნახსენები კონკრეტული მუხლის ნაწილი კი პირდაპირ გვაძლევს სადავეებს, რითაც შეგვიძლია კანონის ფარგლებში მოვითხოვოთ არატრადიციული ორიენტაციის ანუ „გეი-პროპაგანდის“ აკრძალვა. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საუბარი მაქვს მხოლოდ და მხოლოდ პროპაგანდაზე.” -აცხადებს ელენე ლორთქიფანიძე

Comments
Loading...