ელენე ლორთქიფანიძე: ჩვენი ეკლესიის დაცვა ქართველობის და საქართველოს დაცვას გულისხმობს!

სტატიას იმ ემოციის ფონზე ვწერ, რომელიც სოციალურ ქსელში რამოდენიმე დღის წინ გავრცელებულმა პატრიარქისადმი წერილმა გამიჩინა გულში , ავტორი უცნობია, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ როგორც წერილშია დაფიქსირებული „უცნობი“ ჩემი თაობის წარმომადგენელია, 20 წლის. წერილი ჩვენს პატრიარქს “მიუძღვნა”, რომელშიც მოჩვენებითი „სიყვარულის ენით“ ისევე ამხილებდა ჩვენს უწმინდესსა და უნეტარესს, როგორც ადიდებდა. ყოველივე ამას კი გამოხამურება მოჰყვა ასევე ჩემი თაობისგან და ისინი აქტიურად იწონებდნენ და აზიარებდნენ მას. სამწუხაროდ.

დასაწყისშივე მსურს, აღვნიშნო, რომ რაღა თქმა, უნდა მხოლოდ უცნობის მიერ გავრცელებული წერილის გამო არ ვწერ ამ სტატიას. სოციალურ ქსელში კონკრეტული ადამიანები და ორგანიზაციები აქტიურად და მუდმივად ცდილობენ შეურაცხყოფა მიაყენონ ჩვენს პატრიარქს, სასულიერო პირებს და შელახონ ეკლესიის ღირსება. ძალიან მინდა, საზოგადოებამდე მივიტანო ის ,რა ემოციას და განცდასაც იწვევს ეს ფაქტები ჩემში. კარგი იქნება ვინც „უცნობის“ მსგავსად ფიქრობს, დაინახოს სწორედ ღირებული დამოკიდებულება ჩვენი დედა -ეკლესიისადმი. XXI-ე საუკუნეში, ჩვენს თაობაში ისეთი განსხვავებული ტენდენცია ყალიბდება , რომლის გამოვლინებასაც წარმოადგენს ეკლესიის ქილიკი, განკითხვა, ლანძღვა. ასეთი ანტი სარწმუნოებრივი ღირებულებების აღიარება და დამკვიდრება კი გარდამტეხ გავლენას ახდენს ჩვენი სამშობლოს ეროვნულ თვითშემეცნებაზე. ჩემი თაობის წარმომადგენლებისგან ხშირად მომისმენია სამღვდელოებასთან მიმართებაში გამოთქმული საპროტესტო აზრები და დამოკიდებულებები. განკითხვის საგნად ხდიან იმას თუ რომელ სასულიერო პირს რა ფირმის და რა ფასიანი ავტომობილი ჰყავს. ვის რამდენი ფული აქვს და ცდილობენ გამოიძიონ მათი ქონებრივი დეკლარაცია. ჩვენი უწმინდესის ქადაგებები უაზროდ ხდება განხილვის საგანი, ცდილობენ სიტყვების სათავისოდ მორგებას, ცილს წამებენ სხვადასხვა ასპექტებით, სინამდვილეში კი რაოდენ დიდ სიბრძნეს ქადაგებს ჩვენი უნეტარესი არც კი ცდილობენ გაგებას, ჩაღრმავებას და გაზიარებას იმ დიდი განძის რომელიც უმნიშვნელოვანესია ჩვენი სამშობლოსთვის და თითოეული ჩვენგანისთვის. სანამ ასეთ არაღირებულ დეტალებზე იფიქრებთ, იქნებ აჯობოთ საკუთარ თავებს და სცადოთ იმის გაგება თუ რას ნიშნავს ქრისტიანობა, ეს ხომ ჭეშმარიტების ძიებაა, უფალი გვაძლევს არჩევანის ნებას. რატომ ინერგავთ გულებში რომ ერთი სასულიერო პირის მიხედვით შეგიძლიათ განსზღვროთ მთელი სამღვდელოება , განსაჯოთ, უსასრულოდ აქილიკოთ ჩვენი ეკლესია. რატომ არ ფიქრობთ იმაზე რომ სადაც ყველაზე დიდია რწმენა, იქ აუცილებლად აღმოცენდება სიბოროტე? რატომ აძლევთ თქვენს თავს საშუალებას პატარა სიბოროტემ გაჯობოთ და გადაგიყვანოთ თავის ჭკუაზე ? იქნებ მოუწოდოთ თქვენს პიროვნებებს რომ საერო ადამიანს გული არ აძლევდეს საშუალებას, უფლებას, უდიერად და უხეშად იხსენიებდეს სასულიერო პირებსა და ეკლესიას, ჩვენს პატრიარქს. ჩვენი საზოგადოების გარკვეული ნაწილი, სასულიერო პირებში არსებული მატერიალური სივრცის არსებობის გამო ცდილობენ ხაზი გადაუსვან იმ ფასეულობას რომელმაც ისტორიულად შეგვინარჩუნა. ჩვენი ცნობიერების და ეროვნული შემეცნების საფუძველს სწორედ ხომ ქრისტიანობა წარმოადგენდა, ქრისტიანობის , ჩვენი ეკლესიის დაცვა ქართველობის და საქართველოს დაცვას გულისხმობდა. სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში და მით უფრო ჩემი თაობის წარმომადგენლებში მნიშვნელოვანწილად დაილექა განცდა რომ ქრისტიანობას დაცვა სჭირდება. ანუ რას ნიშნავს ეს? რომ ჩვენი საქართველო არეულია,

საზოგადოება არამდგრადი გახდა, იკარგება ქართული ზნეობა, ურთიერთ გატანა, პატივისცემა,ქალისა და მამაკაცის როლი, ოჯახის განმარტება და არსი. მხოლოდ ამ პრობლემის მიხედვით მაინც ხო შეგვიძლია ვიმსჯელოთ თუ რა როლი აქვს ეკლესიას დღესდღეობით საერო ცხოვრებაში? და ამავე პრობლემების სიჭარბის გამო ყოველდღიურ ცხოვრებაში ხომ უნდა ვგრძნობდეთ რომ ეკლესიური ცხოვრებას მოკლებულნი ვართ?

საქართველოში ბოლო დროს მოქმედი ძირითადად დასავლეთიდან შემოსული რელიგიური ჯგუფები და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც სწორედ დასავლეთის მიერ დაფინანსებული სახსრებით სულდგმულობენ და ცნობილნი არიან როგორც გრანტიჭამია არასამთავრობო ორგანიზაციები, ებრძვიან და ძირს უთხრიან ქართველთა ეროვნულ თვითშემეცნებას და ქრისტიანულ სარწმუნოებას. ისინი სხვადასხვა პროექტებით ცდილობენ ეკლესიას საზოგადოებაში გამოაცალონ არსობრივი დატვირთვა და ცდილობენ ხალხს დაანახონ რომ უღმერთობა და ხშირ შემთხვევაში არაეკლესიური ცხოვრება არ წარმოადგენს არანაირ საფრთხეს არც თავად ადამიანებისთვის და არც სახელმწიფოსთვის. ისინი დაპროგრამებული, დარობოტებული აზროვნებით მოქმედებენ და სწორედ ეკლესია რომ არის სახელმწიფოს ყველაზე დიდი სიძლიერე, იმიტომ აქვთ ასეთ ორგანიზაციებს ყველაზე დიდი, მილიონობით დაფინანსება, რომ სცადონ იდეოლოგიური დასუსტება და გადაგვარება, ცნობიერების შერყევა.

„ საქართელოს ეროვნული ახალგაზრდული მოძრაობის სახელით “ მოვუწოდებ მსგავსი ანტისარწმუნოებრივი ნიშის მქონე ორგანიზაციებს, რომ დროულად მოეგონ გონს, მატერიალური სარგებლის სანაცვლოდ ნუ ჩაიგდებენ თავს განსაცდელში, ჩვენ არ შევეპუებით მათ მცდელობას რომ სცადონ იმ საფუძვლის რყევას შეუწყონ ხელი ჩვენს თაობაში და ჩვენს მომდევნო თაობაში , რომელზეც ჩვენი სამშობლო- საქართველო დგას! ერთად გავუფრთხილდეთ ჩვენს ეკლესიას, დავძლიოთ სრული განუკითხაობა და ერთად დგომით შევძლოთ ჩვენივე სიწმინდის დაცვა, მას ხომ საქართველო ჰქვია! აუცილებლად უნდა დასრულდეს ეკლესიის ის ანტი პროპაგანდა, რომელიც მიზანმიმართულად ცდილობს შეცვალოს საზოგადოების დამოკიდებულება ეკლესიისადმი.

Comments
Loading...