ელენე ლორთქიფანიძე – მე მაქვს იმედი ჩემი თაობის, ჩვენი ახალგაზრდობის!

“საქართველოს ეროვნული ახალგაზრდული მოძრაობის” ლიდერი ელენე ლორთქიფანიძე ერთსქესიანი ქორწინების შესაძლო დაკანონების ფაქტს განცხადებით ეხმაურება

“ჩვენი სამშობლო იქნება იმ ქვეყნების რიგში,სადაც ერთსქესიანი ქორწინება არასდროს დაკანონდება!!!

მე მაქვს იმედი ჩემი თაობის, ჩვენი ახალგაზრდობის!

თუ პროცესები ასე გაგრძელდა,რა მოცულობაც დღეს გვაქვს, ყველაფერი აირევა და მივალთ შედეგამდე , რომ მთელი ახალგაზრდობა, სტუდენტობა ერთად დავდგებით და სამართლიანად, ადექვატურად გამოვხატავთ დამოკიდებულებას ამ უზნეობის წინააღმდეგ. ჩვენ აუცილებლად გავერთიანდებით, საერთო ძალებით შევძლებთ მივაღწიოთ მობილიზაციის ისეთ ფაზას, რაც ყველა ნეოლიბერალური იდეოლოგიის მატარებელს დაარწმუნებს რომ ჩვენს იქით ძალა არ არის,რომ ჩვენს წინააღმდეგ ვერ წავლენ. ნურავის დაავიწყდება რომ სტუდენტები მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენენ, როგორც პოლიტიკური ამინდის შექმნის თვალსაზრისით ქვეყანაში, ისე სამოქალაქო აქტივობების განხორციელების მიმართულებით. დღეს კი უკვე დგება მომენტი რომ ჩვენივე მომავალი თავადვე უნდა შევქმნათ!!!

ლიბერასტებმა ძალიან კარგად იციან საზოგადოების დამოკიდებულება სოდომისტური ცოდვის მიმართ,მაგრამ ისინი მაინც მაქსიმალურად პროვოცირებენ ამ საკითხით.ერთ სქესიანი ქორწინების დაკანონება ეს არის ძალადობრივი პროცესი საზოგადოებაში ,რაც ებრძვის ქართულ კულტურულ-რელიგიურ ასპეკტებს.

ჩვენი საზოგადოება არ დაუშვებს უზნეობის ინსტალაციას და ეს ერთხელ და სამუდამოდ ყველამ უნდა გაიგოს!!!”

Comments
Loading...