ელენე ლორთქიფანიძე – რესპუბლიკურმა პარტიამ უნდა დატოვოს კოალიცია “ქართული ოცნება”

„საქართველოს ეროვნულმა ახალგაზრდული მოძრაობამ” 18 ნოემბერს გამართა საპროტესტო აქცია თავდაცვის სამინისტროსთან, საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის გადადგომის მოთხოვნით.

ორგანიზაციის ლიდერის, ელენე ლორთქიფანიძის განცხადებით თინა ხიდაშელი პოსტისთვის შეუფერებელი კანდიდატია და წარმოუდგენელია ქვეყნის თავდაცვის სფერო ასეთ ადამიანს ებარებოდეს. აქციის მიმდინარეობის პროცესში ელენე ლორთქიფანიძემ განცხადება გააკეთა

“რესპუბლიკური პარტია რა ზნეობრივ ჭრილშიც იმსახურებს განხილვას,ეს ყველასთვის კარგად არის ცნობილი. მართლაც, წარმოუდგენელია ქვეყნის სათავეში და მით უფრო ისეთ უწყებაში, როგორიც არის თავდაცვის სამინისტრო, დომინირებდნენ ამ ფსევდო-ეროვნული პარტიის წარმომადგნლები. ის რაც მინისტრმა ხიდაშელმა საგარეჯოში ჩატარებულ არჩევნებზე იკადრა, თავისი კანდიდატის სასარგებლოდ, ცდება ყოველგვარ კანონიერ თუ მორალურ ჩარჩოებს.”

ჩვენმა ორგანიზაციამ შეიმუშავა პეტიცია, რომლის მეშვეობითაც მოვუწოდებთ ხელისუფლებას, კოალიციიდან გაიყვანოს რესპუბლიკური პარტია და ამ რეალურად 2%-იანმა, უუნარო პარტიამ დამოუკიდებლად, თავიანთი „ რესურსით“ იასპარეზოს 2016 წლის არჩევნებზე.

ლორთქიფანიძემ მოუწოდა საზოგადოებას, გამოფხიზლებისა და ერთად დგომისაკენ იმისათვის, რომ „რესპუბლიკურმა პარტიამ“ კოალიცია „ქართული ოცნების“ სახელით არ ჩაიდინოს ის დანაშულებრივი ქმედებები, რომელსაც ჩადიოდა “ნაციონალური მოძრაობა“ 9 წლის განმავლობაში ამიტომ აუცილებელია საქართველოს მოქალაქეებმა მიიღონ მონაწილეობა ორგანიზაციის მიერ შედგენილ პეტიციაში.

Comments
Loading...