ელენე ლორთქიფანიძე – შევქმნათ ეროვნული სამოსის დღე საქართველოში

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ეროვნული ახალგაზრდული მოძრაობა“ უერთდება ინიციატივას – საქართველოში აღინიშნებოდეს ეროვნული სამოსის დღე.
„ საქართველო, როგორც უძველესი ტრადიციების ფოლკლორისა და ისტორიის მქონე ქვეყანა, სასურველია, აღნიშნავდეს ეროვნული სამოსის დღეს. ეს ღონისძიება, საშუალებას მისცემს ქვეყანას, მსოფლიო მასშტაბით მოახდინოს ეროვნული ტრადიციებისა და ღირებულებების ფართო ასპარეზზე გატანა, ეს ხელს შეუწყობს ზემოაღნიშნულის შენარჩუნებას ქვეყნის შიგნით, მეტად გააღვივებს ინტერესს საქართველოსადმი და დაეხმარება მომავალ თაობას ფოლკლორული და კულტურული ტრადიციების გაგრძელებაში”, – ნათქვამია იდეის ინიციატორთა მიმართვაში.
ჩვენი ორგანიზაცია, მიიჩნევს რომ აღნიშნული ინიციატივა ერთ-ერთი საყურადღებო და ღირებული წინადადებაა. ეროვნული სამოსის დღე იქნება დღე, სადაც შექმნილი გარემო ისევე საინტერესო იქნება ტურისტებისთვის, როგორც ჩვენთვის და ჩვენი მომავალი თაობებისთვის. წარმოიდგინეთ დღე, როდესაც ქუჩაში ეროვნულ ტანისამოსში ჩაცმული მოქალაქეები სეირნობენ, ხოლო ქალაქის ცენტრალურ მოედნებზე , სხვადასხვა ანსამბლები , გამოფენები და კოსტუმიზირებული სანახაობებია წარმოდგენილი.

ეროვნული ტანისამოსი ჩვენი კულტურული ღირებულებების ერთ-ერთი ძირითადი და მნიშვნელოვანი გამოვლინებაა, რომელიც იქმნება ეროვნული ხასიათის, ცხოვრების წესისა და ბიოგეოგრაფიული გარემოპირობების საფუძველზე.
ყოველივე ეროვნულს პოპულარიზაცია, დაფასება და მოვლა–გაფრთხილება სჭირდება !

აცხადებს ორგანიზაციის თავმჯდომარე ელენე ლორთქიფანიძე

Comments
Loading...