ელისაშვილ-ზაუტაშვილის შეხვედრა კანონიერად მოხდა – სასჯელაღსრულების სამინისტრო

სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროში აცხადებენ, რომ სასჯელაღსრულების სამინისტრომ N5 პენიტენციურ დაწესებულებაში შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის ალექსანდრე ელისაშვილისა და მსჯავრდებულ ანასტასია ზაუტაშვილს შორის შეხვედრა კანონით მინიჭებული უფლების ფარგლებში უზრუნველყო.

„სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ N5 პენიტენციურ დაწესებულებაში ალექსანდრე ელისაშვილისა და მსჯავრდებულ ა.ზ-ს შორის შეხვედრა კანონით მინიჭებული უფლების ფარგლებში უზრუნველყო. ალექსანდრე ელისაშვილმა ა.ზ-თან შეხვედრის თხოვნით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიმართა და ამის საფუძვლად მსჯავრდებულის სურვილი დაასახელა. აღნიშნული საკითხი მსჯავრდებულ ა.ზ-თან გადამოწმდა და ა.ზ-ს წერილობითი თანხმობის მიღების შემდეგ, პენიტენციურ დაწესებულებაში მათი მოკლევადიანი შეხვედრა მიმდინარე წლის 22 იანვარს შედგა. რაც შეეხება ჩანაწერს, მსგავსი ტიპის შეხვედრების ჩაწერა არ ხორციელდება”, – განუცხადეს 2030.news-ს სამინისტროში.

შეწყალების კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ ალეკო ელისაშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ პატიმარ ანასტასია ზაუტაშვილთან 4-საათიანი შეხვედრა ჰქონდა და შეხვედრის სურვილი თავად ზაუტაშვილმა გამოთქვა.

წყარო – 2030.news

Comments
Loading...