ელისაშვილი – “591”-ზე იწყება ეს ნომერი, დანარჩენს გაიგებენ ისინი ვინც საჭიროა

შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მის ტელეფონზე მოკლე ტექსტური შეტყობინება 591 ინდექსზე არსებული ნომრიდან შევიდა. ამის შესახებ ელისაშვილმა პირველი არხის ეთერში, გადაცემა „მთავარში“ სტუმრობისას ისაუბრა.

მან დოკუმენტიც წარმოადგინა, რომელიც, მისივე თქმით, მობილური ოპერატორისგან მიღებულ ამონაწერს წარმოადგენს.

ელისაშვილის თქმით, 4 მოკლე ტექსტური შეტყობინება მის ტელეფონზე 2014 წლის 30 აპრილს შევიდა და აღნიშნული გზავნილები პრეზიდენტს და ადმინისტრაციის უფროსსაც აჩვენა.

საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის განცხადებით, აღნიშნულ დოკუმენტს პროკურატურაშიც წარადგენს.

https://www.youtube.com/watch?time_continue=6&v=03TD0B3Zn2w

Comments
Loading...