ელისაშვილი: არცერთ პარტიაში შესვლას არ ვაპირებ

საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ მას პოლიტიკური მიზნები აქვს, თუმცა, ის შეწყალების კომისიის გარშემო მიმდინარე პროცესები არაფერში არ სჭირდება.

როგორც ჟურნალისტებს ელისაშვილმა განუცხადა, ის არც საპარლამენტო და არც საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს.

მისი მტკიცებით, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მისი კავშირი გამორიცხულია.

„როცა „ნაციონალურ მოძრაობა“ ხეირის მატარებელი იყო, მას მაშინ არ ვეკარებოდი და ვაკრიტიკებდი და ახლა დამარცხებულ, დაქსაქსულ პარტიაში შევალ? არცერთ პარტიაში შესვლას არ ვაპირებ. არჩეული დეპუტატი ვარ და ვმუშაობ იქ, სადაც ვარ.

ხან ერთ სკვერს გადავარჩენ, ხან მეორეს, ხან მესამეს და ეს სიამოვნებას მგვრის. ჩემთან დაკავშირებით ნუ წვალობენ, ზოგადად პოლიტიკური მიზნები მაქვს, მაგრამ ეს ჩემი ყველაფერი უნდათ რაღაცას მიაბან.

მანანა კობახიძეს ურჩევნია, წავიდეს და საკუთრი ტელეფონი ექსპერტიზისთვის პროკურატურაში მიიტანოს. ასევე, კარგი იქნება, თუკი, facebook-თან დაკავშრებით ჩამოყალიბდება – გაუტეხეს, თუ სტატუსი მისი დაწერილია?“, – დასძენს ელისაშვილი.

Comments
Loading...