“ელისაშვილი კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს”

„პატიმართა შეწყალების თაობაზე აგორებული სკანდალი აშკარა პოლიტიკური კამპანიაა და პირადად მე, ამ ყველაფერს წინასაარჩევნო პერიოდის დადგომას ვუკავშირებ”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ „ასავალ-დასავალს” განუცხადა. ეკა ბესელიას თქმით, ალეკო ელისაშვილს ასეთი მძიმე ბრალდებების გაჟღერებისთანავე პროკურატურისთვის შესაბამისი მტკიცებულებები უნდა მიეწოდებინა, თუმცა, იგი ტელეკამერების წინ განცხადებებით შემოიფარგლა.

„არც კი აპირებდა, საგამოძიებო უწყებისთვის მიემართა, მაგრამ პროკურატურამ სწორი და მყისიერი რეაგირება მოახდინა და ელისაშვილი დაკითხვაზე დაიბარა… თუ მართლა ჰქონდა ადგილი კორუფციულ დანაშაულს, რაზეც ბატონი ელისაშვილი ლაპარაკობს, მაშინ ყველა დამნაშავე კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს, მაგრამ თუ ასეთი დანაშაული არ დადასტურდება, კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს ბატონი ელისაშვილი”, – განაცხადა ბესელიამ.

Leave A Reply

Your email address will not be published.