ელისაშვილი – ხელის გულზე მიდევს ფაქტები და მედიის საშუალებით გავხსნი ამ საქმეს!

თბილისის საკრებულოს დეპუტატის, შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, ალეკო ელისაშვილის განცხადებას კორუფციულ სქეასთან დაკავშირებით, მმართველ გუნდში ცილისწამებად აფასებენ, რაზეც ელისაშვილი აცხადებს, რომ თუ გამოძიება არ გაგრძელდება, თავად დაასახელებს გვარებს.
-„ ღიმილისმომგვრელია, რომ ხელისუფლების წარმომადგნლები, რომელთა შორისაც ბევრი გამოცდილი პოლიტიკოსია, ამბობენ, რომ პოპულისტია, რომ ხელში არაფერი უჭირავს. მე ველოდები გამოძიებას და თვითონ ვერ უნდა მიხვდნენ, რომ გაჩუმდნენ მაინც გამოძიების დასრულებამდე. შოთაძეს ოდნავ მაინც, პასუხისმგებლობა თუ აქვს, ოდნავ თუ ჭკუა აქვს, ეს არის მისი გამოწვევა. ახლა თუ ჩაფლავდა, წარმოიდგინეთ, ჯერ ისედაც როგორი სამარცხვინო დუქანია პროკურატურა და როგორი სამარცხვინო გახდება. თუ დავრწმუნდები, რომ ჩაფარცხვისკენ წავიდნენ, ხელის გულზე მიდევს ფაქტები და მედიის საშუალებით გავხსნი ამ საქმეს”- აცხადებს ელისაშვილი.

Leave A Reply

Your email address will not be published.