ელისაშვილი – რატომ არ შეიძლება ვიყო თბილისის მერი?

საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი, შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას პასუხობს.

როგორც ელისაშვილმა გაზეთ „პრაიმთაიმს“ განუცხადა, მას შეიძლება ჰქოდნეს მერობის ამბიცია.

„ბესელია რომ არის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ალეკო ელისაშვილსაც შეიძლება ჰქონდეს მერობის ამბიცია. მე რას ვაპირებ, ნამდვილად არ შევუთანხმებ ბესელიას. ბესელიასნაირი ხალხი თუ არის კომიტეტის თავმჯდომარე, მე რატომ არ შეიძლება ვიყო თბილისის მერი?“, – განაცხადა ელისაშვილმა.

ეკა ბესელიამ შეწყალების საქმეზე საუბრისას, რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ალეკო ელისაშვილს თბილისის მერობის სურვილი აქვს. ბესელიას თქმით, ელისაშვილმა ბინძური კამპანიით გადაწყვიტა პოლიტიკური დივიდენდების დაგროვება.

Leave A Reply

Your email address will not be published.