ელისაშვილის 7-საათიანი დაკითხვა დასრულდა

ალეკო ელისაშვილის განცხადებით, პროკურატურაში მას მესამე დაკითხვისას ანეგდოტური შეკითხვები დაუსვეს. როგორც ელისაშვილმა შვიდსაათიანი დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა , მას ჰკითხეს რატომ ეძახის პროკურორებს უსაქმურებს. მისივე თქმით, დაკითხვის ოქმში ასევე შეტანილი იყო გამომძიებელის კითხვა, თუ საიდან იცის ელისაშვილმა, რომ პროკურატურამ თავის დროზე გირგვლიანისა და რობაქიძის საქმეები გააყალბა.
“რა შუაში იყო, მაგრამ ეს შეკითხვები დამისვეს”, – განაცხადა ელისაშვილმა. მისი თქმით, 7 საათის განმავლობაში იგი მესამედ დაკითხეს. ასევე მის მიერ კომპანია “მაგთიდან” სატელეფონო ამონაწერის დათვალიერება მოხდა.

Leave A Reply

Your email address will not be published.