ელისო კილაძე: ბრაზობს ძალიან ბატონი ბიძინაო და ვატყობ, დაგორდება აქ თავები
გაზეთ „ქრონიკა პლუსის” რედაქტორის ელისო კილაძის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრემიერმინიტრი ბიძინა ივანიშვილი ლარის გაუფასურების საკითხთზე ძალიან გაბრაზებულია.
მისი თქმით, თუკი ხელისუფლებამ ეროვნული ვალუტის დევალვაცია ვერ შეაჩერა, „ჭინჭრების რევოლუცია” არ ასცდება.
„ალაგ-ალაგ 2:70.
ახლა ნამდვილად გვჭირდება თითო პირადი ბანკირი.
ხუმრობა იქით იყოს და ბრაზობს ძალიან ბატონი ბიძინაო და დაგორდება აქ თავები, ვატყობ მე !
ლარს თუ არ უშველეთ, ჭინჭრების რევოლუცია არ აგცდებათ !” – წერს ელისო კილაძე.