ელისო კილაძე: მიშა ამ ბრძოლას აუცილებლად მოიგებს

მიშა ამ ბრძოლას აუცილებლად მოიგებს – უკრაინაშიც და საქართველოშიც. რატომ? იმიტომ რომ ხელისუფლების წყარო ხალხია, – “ქრონიკა პლიუსის“ რედაქტორი ელისო კილაძე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ განცხადებას ეხმიანება.

სააკაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ახირებულ ერთ-ორ პერსონაჟთან, არაფერი სურს საერთო ჰქონდეს.

„სააკაშვილის გუშინდელი განცხადების მერე პირველი გამომიჯნული მერცხალი გამოჩნდა და ეს კარგია !
ამ პროცესში ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო თავშეკავებულთა არმია, რომელიც ელოდა ვინ იქნებოდა გამარჯვებული ,რომ იმ მხარეს გადასულიყვნენ.

მათ და ყველა მოყოყმანე ადამიანს მინდა ვუთხრა-მიშა ამ ბრძოლას აუცილებლად მოიგებს -უკრაინაშიც და საქართველოშიც. რატომ?

იმიტომ რომ ხელისუფლების წყარო არის ხალხი. ხალხი კი მიშას მხარესაა.

ახლა კი გეყოთ გონიერება-დასხედით და იფიქრეთ !“ – წერს კილაძე.

Comments
Loading...