ელისო კილაძე: ყველა გზა ექსპრემიერის სიმამრის მარანში მიდის

ჟურნალისტი ელისო კილაძე პროკურატურის მიერ ბიზნესმენ ბესო ხარძიანის მკვლელობის გახსნის ფაქტს ეხმიანება.

„ქრონიკა პლუსის“ რედაქტორს რამდენიმე კითხვა უჩნდება, მათ შორის დაიჭირეს თუ არა მესაზღვრე. მისი თქმით, საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პროტეჟე ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი თამაზ თამაზაშვილია.

„ბესო ხარძიანის მკვლელებმა საქართველო საზღვარი ყალბი პასპორტებით გადმოლახეს და გადალახეს.
საზღვრის დაცვის დეპარტამენტის შეფი შემახსენეთ ვინ არის ?
გენერალ თამაზაშვილის პროტეჟე ზურაბ გამეზარდაშვილი.
ალია ბალია, ყველა გზა ექსპრემიერის სიმამრის მარანში მიდის.“

„ბესო ხარძიანის მკვლელობის მოტივი,დამკვეთი ( თუ ასეთი არსებობდა),სად შეიძინეს იარაღი,ვინ იყო მეგზური ,როგორ გადაადგილდებოდა ქალაქში შეიარაღებული ორი პირი?ყალბი პასპორტები საზღვარზე ?დაკავებულია თუ არა მესაზღვრე ?
განვაგრძო კითხვები თუ საკმარისია ?!“ -წერს ელისო კილაძე სოციალურ ქსელში.

Comments
Loading...