“ელისო კილაძე სახელმწიფოს მტერია, ის დავალებებს მიხეილ სააკაშვილისგან იღებს”

ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“თუ ვინმეს გონია რომ ელისო კილაძე პიროვნულად მერჩის მე, ირაკლი ღარიბაშვილს,სოსო გოგაშვილს, მის უწყებას, გიორგი მღებრიშვილს, დეპუტატებს და სხვებს ძალიან ცდება! ელისო კილაძე არის სახელმწიფოს მტერი ხალხო გაიგეთ, ის დავალებებს იღებს პირდაპირ მიხეილ სააკაშვილისგან და აქ უნდა ლიდერად მოევლინოს გაკოტრებულ გაბახებულ მიშისტებს! ესაა მისი გეგმა სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაცია და იმ ადამიანებზე ტალახის მისხმა ვინც აქტიურად იცავს და გვერდით უდგას ამ ხელისუფლებას, ამიტომ ყველა ერთად უნდა გავერთიანდეთ და საბოლოოდ უნდა დავასამაროთ მიშას მონები! ამ ქალს არაფერი კავშირი არა აქვს ჟურნალისტიკასთან და ეთიკა მორალთან, ჩვეულებრივი ფულზე დახარბებული მიხოს ბინძური დავალებების შემსრულებელია! აიი ისინი კი ვინც მართლა დარბოდა კონვერტებით ამ ბინძურ ქალთან და ,,მფარველობდა,, ყველა უნდა მიყვეს მას და ბოლომდე გაიშიფროს! ეს მძიმე, მაგრამ საბოლოო გადამწყვეტი ბრძოლაა! სადაც ვიწროა იქ გაწყდეს!”-წერს ჟურნალისტი.

Comments
Loading...