ელიზბარ ჯაველიძე: „ნაციონალებმა“ როგორც ბადრი პატარკაციშვილი მოკლეს, ასე აპირებენ ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაციასაც


„ნაციონალები” ყოველ წუთას ემზადებიან არეულობისთვის, ძალიან კარგად აქვთ გაცნობიერებული, რომ არჩევნების გზით ვერ მოვლენ”, – აცხადებს აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე და „კვირის ქრონიკასთან” საუბარში „ნაციონალური მოძრაობის” სამომავლო გეგმებზე საუბრობს.

„მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ხალხი უკმაყოფილოა „ქართული ოცნებისადმი”, არ შეიძლება, ნორმალურმა კაცმა „ნაციონალები” აირჩიოს, ამიტომ მათი მიზანია, არიონ ქვეყანა, თანაც, რაც ირაკლი ბათიაშვილმა განაცხადა, რომ მზადდება ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაციის სცენარი, რომელსაც უკრაინაში ემიგრირებული „ნაციონალები” აწყობენ და ამისთვის აქ შემოგზავნილები ჰყავთ კარგად გაწვრთნილი დაჯგუფება, ეს იმას ნიშნავს, რომ მათთვის ეს ჩვეულებრივი ამბავია, ადრეც უნდოდათ მისი ფიზიკური განადგურება, როგორც მოკლეს ბადრი პატარკაციშვილი, ასე აპირებენ ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაციასაც. ივანიშვილის ფიზიკური სიკვდილი კი ნიშნავს მთელ საქართველოში არეულობის დაწყებას. აი, ეს უნდათ მათ, მეტი არაფერი. ჩვენისთანა ხალხს კი, ვისაც სამშობლო უნდა, არ დაინდობენ. გაიხსენეთ, რატომ მოკლეს გურამ შარაძე, იმიტომ, რომ მას სამშობლო უყვარდა და მისი მკვლელობა დღემდე არ არის გამოძიებული. მთავარია ის, რომ სისტემა, რომელიც სააკაშვილმა ამერიკის დავალებით შექმნა, რომელიც ანგრევს ქვეყანას და ხერხემალში ტეხავს, დღემდე შენარჩუნებულია. ამიტომ იკლავენ ამერიკელები თავს, რომ „ნაციონალები” შენარჩუნდნენ პარლამენტში!” – განაცხადა ჯაველიძემ.

წყარო: „კვირის ქრონიკა”

Comments
Loading...