ემანუელ მაკრონმა თავის პარტიას “წინ რესპუბლიკა” დაარქვა

ემანუელ მაკრონმა საკუთარ პარტიას სახელი შეუცვალა და დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა, რომლებიც ივნისში დაგეგმილ საპარალამენტო არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას.

რუსთავი2-ის ინფორმაციით, საფრანგეთის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა პოლიტიკურ მოძრაობას წინ რესპუბლიკა დაარქვა, მის გენერალურ მდივნად რიშარ ფერანი დანიშნა.

ასევე ცნობილია, რომ მაკრონმა დეპუტატობის 400-ზე მეტი კანდიდატი შეარჩია.ფერანის განცხადებით, გუნდში მამაკაცების და ქალების თანაბარი რაოდენობაა და მათი უმრავლესობა ახალი სახეები არიან, რომლებიც ქვეყნის პოლიტიკურცხოვრებაში არასდროს ყოფილან ჩართული.

Comments
Loading...