ემოციური წერილები პატრიარქს – რას წერენ ბავშვები ილია მეორეს
“…მაინც ვიტოვებ იმედს, რომ ცხოვრებაში ერთხელ ჩამიკრავთ გულში და მაშინ ალბათ ყველა სიკეთეს ვეყოფი დედამიწაზე”
“ძალიან, ძალიან მინდა ახლოს გნახოთ, შეგეხოთ, გემთხვიოთ, თქვენი მადლი და სიწმინდე რომ შევიგრძნო…”
“მინდა მთელ მსოფლიოს თქვენსავით კარგი, მოსიყვარულე და განათლებული პატრიარქი ჰყავდეს. მაშინ მთელ მსოფლიოში მშვიდობა იქნებოდა…”
ეს ნაწყვეტებია იმ წერილებიდან, რომელსაც სხვადასხვა სკოლის, სხვადასხვა ასაკის მოსწავლეები საქართველოს პატრიარქს უგზავნიან.
“ჩემო პატრირქო. ჩვენ ძალიან გვიყვარხართ. ახალი სიტყვა ვისწავლეთ – აღსაყდრება. არ მესმის, მაგრამ რადგან თქვენი დღეა, კარგი იქნება. როგორ მინდა გნახო…” – ამ წერილის ავტორი კი მეორეკლასელი ანი მინდიკაურია.
ცნობილია, რომ პატრიარქს განსაკუთრებული სიყვარული აქვს პატარების მიმართ. უწმინდესმა რამდენიმე თვის წინ “ბაშვების დალოცვის” ტრადიცია აღადგინა, რომელიც წლების განმავლობაში ტარდებოდა სიონის ტაძარში: “მინდა აღდგეს წესი, ეს განსაკუთრებით სჭირდება საქართველოს, ყოველ ორშაბათს შესრულდება პარაკლისი და დალოცვლი იქნება ბავშვები” – მიმართა უწმინდესმა მრევლს