ემუქრება თუ არა თინა ხიდაშელს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა

უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს, თინა ხიდაშელთან დაკავშირებით, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო ემპრესი უცვლელად გთავაზობთ:

რამდენად ჩემთვისაა ცნობილი არჩევნების შემდეგ, განიხილება თინათინ ხიდაშელის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა. საქმე ეხება საგარეჯოს არჩევნების დროს სამხედრო მოსამსახურეებზე განხორციელებულ ზეწოლას, რათა მათ ხმა თინა ხიდაშელის ნათესავის და თანაპარტიელის თამარ ხიდაშელისთვის მიეცათ. სამხედროებმა უკვე აღიარეს ზეწოლის ფაქტები და ეს დოკუმენტალურადაც დააფიქსირეს. არსებობს სხვა მტკიცებულებებიც რომელიც ხიდაშელის ბრალეულობას კვეთს. თავდაცვის მინისტრობიდან გადადგომისთანავე თინა ხიდაშელმა დაიწყო ღია შეტევა პრემიერ მინისტრზე, ქალაქის მერზე და თავდაცვის მინისტრზე რათა შექმნას გარკვეული მითი იმის შესახებ, რომ პასუხისგებაში ის არა მის მიერ ჩადენილი დანაშაულის, არამედ ხელისუფლებასთან დაპირისპირების გამო მისცეს. – წერს მჟავანაძე 

Comments
Loading...