ენდობით თუ არა NDI-ის კვლევებს?!


არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციამ“ „ეროვნულ- დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) და მის მიერ ჩატარებული კვლევების ნდობის ხარისხთან დაკავშირებით თბილისის მოსახლეობა გამოკითხა. როგორც „პოზიციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გურამ ადამაშვილმა განაცხადა, გამოკითხულთა 65% პროცენტი არც NDI-ს ენდობა და არც მის მიერ ჩატარებულ კვლევებს.
„გამოკითხვა თბილისის ხალხმრავალ უბნებში გაიმართა. სულ გამოიკითხა 325 ადამიანი. გამოკითხვა სამი მიმართულებით ჩატარდა: ვიდეოგამოკითხვა, ანკეტების შევსება და ტელეფონის საშუალებით. გამოკითხულთა 10% (32 ადამიანი) კითხვაზე პასუხისგან თავს იკავებს; 25% (82 ადამიანი) ამბობს, რომ „ეროვნულ – დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევებს ენდობა; 65%-ის აზრით (212 ადამიანი) კი არც აღნიშნული ორგანიზაცია და არც მის მიერ ჩატარებული კვლევები სანდო არ არის.
„ეროვნულ – დემოკრატიული ინსტიტუტი“ უწინდებურად აგრძელებს ყოფილი სახელისუფლებო გუნდის მხარდაჭერას და ე.წ. კვლევებით იმ შედეგების დადებას, რაც ყოფილ ხელისუფლებას ასიამოვნებს. ყველას გვახსოვს, 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას ამ ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ვითომ გამოკითხვა, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერა უმაღლესი პროცენტული მაჩვენებლით იყო წარმოდგენილი, თუმცა, არჩევნების შედეგებმა აჩვენა, რომ ყოფილ პრეზიდენტს NDI -ს გამოკითხულთა მეოთხედიც კი არ უჭერდა მხარს“-განაცხადა ადამაშვილმა.

Comments
Loading...