ენერგეტიკის მინისტრი „გაზპრომ-ექსპორტისა“ და „ინტერ-რაოს“ ხელმძღვანელობას შეხვდება

ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე 23-24 დეკემბერს, მინკსში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, კომპანია „გაზპრომ-ექსპორტთან“ და კომპანია „ინტერ-რაოს“ ხელმძღვანელობასთან შეხვედრებს გამართავს.

კახა კალაძე კომპანია „გაზპრომ-ექსპორტის“ წარმომადგენლებს დღეს, ხოლო „ინტერ-რაოს“ ხელმძღვანელობას ხვალ შეხვდება.

კომპანია „ინტერ-რაოსთან“ მორიგ სამუშაო შეხვედრაზე მხარეები საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტისა და მიმდინარე ტექნიკური საკითხების შესახებ ისაუბრებენ, ხოლო კომპანია „გაზპრომ-ექსპორტთან“ მორიგი სამუშაო შეხვედრა არსებული ხელშეკრულების ფარგლებში ყოველწლიური მოლაპარაკებების ფარგლებში შედგება.

Comments
Loading...