ენერგეტიკის მინისტრის თქმით, რუსეთზე საქართველოს ენერგოდამოკიდებულება არ გაზრდილა

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის, ვიცე-პრემიერ კახა კალაძის განცხადებით, “გაზპრომთან” მიღწეული შეთანხმებით, ენერგეტიკულად რუსეთზე საქართველოს დამოკიდებულება არ გაზრდილა.

“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ენერგეტიკულად, ენერგეტიკულ მატარებლებზე რუსეთზე ჩვენი დამოკიდებულება არ გაზრდილა, ჩვენ ვრჩებით ისევ10-12%-ის ფარგლებში, როგორც ეს წლების განმავლობაში იყო. იმ შემთხვევაში, თუ ბუნებრივი აირის მოხმარება ქვეყანაში გაიზრდება და იქნება იმის საჭიროება, რომ ჩვენ დამატებითი მოცულობები შემოვიტანოთ, გვაქვს კონკრეტული ფასი მოწოდებული, გაცილებით იაფი, ვიდრე იყო მაგალითად, გასულ წელს – 185 დოლარი”, – განაცხადა კახა კალაძემ “იმედის” პირდაპირ ეთერში.
დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ბუნებრივი აირის ტრანზიტის სანაცვლოდ “ქვეყანა “გაზპრომისგან” ბუნებრივი აირის 10%-ის ნაცვლად, ფულად ანაზღაურებას მიიღებს.
რუსულ კომპანიასთან არსებული ძველი კონტრაქტის მიხედვით, ქართული მხარე სომხეთში გამავალი გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ, გატარებული ბუნებრივი აირის 10%-ს იღებდა

Comments
Loading...