ენერგეტიკის სამინისტრო: დღეს გაზპრომთან მორიგი შეხვედრა გაიმართება

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია გაზპრომთან მორიგი შეხვედრა დღეს გაიმართება.

“დღეს გაიმართება მორიგი სამუშაო შეხვედრა გაზპრომის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე მხარეები გეგმავენ განიხილონ არსებული ტრანზიტის მომსახურების ხელშეკრულების გაგრძელებისა და სხვა ტექნიკური ხასიათის საკითხები. აგრეთვე, ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობების მოწოდების შესაძლებლობა და პირობები”, – ნათქვამია ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Leave A Reply

Your email address will not be published.