„ენგურჰესზე“ დაგეგმილი სამუშაოების გამო, ენერგომომარაგებაში დეფიციტია მოსალოდნელი

2017 წელს „ენგურჰესი“ ორი კვირით, 2018-ში კი, რამდენიმე თვით მუშაობას შეწყვეტს.

„ენგურჰესის“ დირექტორის, ლევან მებონიას განცხადებით, 2017 წლის მარტში, ორი კვირის განმავლობაში, ჰესზე სპეციალისტები იმუშავებენ და 2018 წელს შესასრულებელ სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაგეგმავენ. ამ პერიოდის განმავლობაში, ჰესი მუშაობას სრულად შეაჩერებს.

2018 წელს შესასრულებელ სამუშაოებს, დაახლოებით 3-4 თვე დასჭირდება.

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, დანაკლისის შევსება სხვა ელექსტროსადგურებზე წარმოებული ელექტროენერგიით და იმპორტირებული ელექტროენერგიით მოხდება.

ქართული მხარე ელექტროენერგიის ტარიფზე და თანამშრომლობაზე „ინტერ-რაოსთან“ აწარმოებს მოლაპარაკებებს.

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ვარაუდობს, რომ მოლაპარაკება ერთ თვეში დასრულდება და ენგურჰესის გაჩერების მომენტისთვის, ყველაფერი გარკვეული იქნება.

მოლაპარაკებები მიმდინარეობს აზერბაიჯანულ მხარესთანაც. „ენგურჰესის“ პარალიზების დროს, ენერგეტიკის საინისტროს, სავარაუდოდ, ოკუპირებული აფხაზეთის ენერგომომარაგების ვალდებულებაც დაეკისრება.

Leave A Reply

Your email address will not be published.