„ენმ“ მომხდარზე სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს

გუშინ,  სოფელ ჯიხაშკარში ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი კანდიდატის სანდრა რულოვსის მოსახლეობასთან შეხვედრის დროს ინციდენტი მოხდა. შეხვედრის მსვლელობისას რამდენიმე ახალგაზრდა ხმაურითა და სტვენით მივიდა იმ ადგილას, სადაც შეხვედრა ტარდებოდა. იყო პროვოკაციის მოწყობის მცდელობა, უცნობი პირები აგრესიით გამოირჩეოდნენ ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართაც, ხელით ეხებოდნენ კამერებს და მიკროფონებს და გადამღებ ჯგუფს მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ. ადგილზე სამართალდამცავები არ იმყოფებოდნენ, სიტუაციის განმუხტვა კი ადგილობრივებმა მოახერხეს.შეხვედრაზე მოსულმა ადგილობრივებმა სოფლის ცენტრიდან გააძევეს პროვოკაციის მომწყობი ახალგაზრდები. ჯიხაშკარელები ამბობენ, რომ ისინი ადგილობრივები არ არიან და მათ უნდოდათ შეხვედრის ჩაშლა და კორცხელის ინციდენტის გამეორება.ინციდენტზე პასუხისნგებლობა „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ხელისუფლებას დააკისრა. სანდრა რულოვსი მომხდარში სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს ადანაშაულებს.ჯიხაშკარის ინციდენტში მონაწილე პირები „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების თქმით, ხელისუფლების მიერ დაქირავებული პროვოკატორები არიან. „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს სამეგრელო-ზემო სვანეთის პრესსამსახურის უფროსი პაატა ლაგვილავა. მისი განცხადებით, გუბერნატორი ადგილზე არ იმყოფება და ჯიხაშკარის ინციდენტთან კავშირი არა აქვს.

https://www.youtube.com/watch?v=LiZ8A7YJ0HA&feature=youtu.be

 

Comments
Loading...