ეპისკოპოსმა აღიარა, რომ გეია

ანგლიკანური ეკლესიის ეპისკოპოსი ქალაქ გრანტემიდან, მაღალი რანგის პირველი სასულიერო პირია ბრიტანეთში, რომელმაც აღიარა რომ გეია და ჰყავს პარტნიორი.

 

ნიკოლას ჩამბერილენმა, რომლის ეპისკოპოსად კურთხევა 2015 წელს მოხდა, განაცხადა, რომ ეპისკოპოსად ხელდასხმის დროს იცოდნენ მისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ.
ანგლიკანური ეკლესიის ხელმძღვანელმა, არქიეპისკოპოსმა ჯასტინ უელბიმ დაადასტურა, რომ ჰქონდა ინფორმაცია ნიკოლას ჩამბერილენის ჰომოსექსუალური ორიენტაციის შესახებ და ეს მას პრობლემად არ მიაჩნია.
ანგლიკანურმა ეკლესიამ ბოლო წლებში შეარბილა პოლიტიკა ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ, ასევე აღარ კრძალავს გეების ეპისკოპოსებად კურთხევას. თუმცა, ძალაში რჩება წესი, რომლის თანახმად, მათ წოდება მხოლოდ მაშინ შეუნარჩუნდებათ, თუ ისინი დაუქორწინებლობის აღთქმას დაიცავენ
Comments
Loading...