EPN- Research-ის მიხედვით “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” მთავარი ოპოზიციური ძალაა

Untitled

საზოგადოებრივი აზრის კვლევის კომპანიამ EPN- Research -მა ჩაატარა გამოკითხვა, რის მიხედვითაც რესპოდენტებმა მათთვის სასურველი სხვადასხვა პოლიტიკური პარტია დაასახელეს. ანკეტირება საქართველოს დიდ ქალაქებში, თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, გორი და თელავი. EPN- Research მიერ სულ გამოიკითხა 2000 საქართველოს მოქალაქე – წარმომადგენლებითი შერჩევა მოხდა ქვეყნის მასშტაბით, ქართულენოვან მოსახლეობაში.
რესპოდენტის შერჩევა მოხდა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით. ყველა ინტერვიუ ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით ქართულ ენაზე.
EPN- Research გამოიკითხა მხოლოდ ის რესპოდენტები, რომელთაც არჩევანი გაკეთებული აქვთ და რესპოდენტების მონაცემებით, პოლიტიკურ არჩევანს არ შეიცვლიან.
შესაბამისად კვლევაში, რესპოდენტები, რომელთაც პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ არჩევანი არ გაუკეთებიათ, არ მოხვდნენ.
EPN- Research ატარებს საზოგადოებრივ კვლევებს, რათა ხელი შეუწყოს პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბებას, მოსახლეობის განწყობას და დაეხმაროს მათ, ამოიცნონ და იზრუნონ მოსახლეობის მნიშვნელოვან საკითხებზე.

Comments
Loading...