ექსკლუზივი: აპირებს თუ არა კახი კალაძე პრემიერმინისტრობას _ ვიცეპრემიერის პირველი კომენტარი

საქართველოს ვიცეპრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე „გურია ნიუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ მომავალი პრემიერის კანდიდატურაზე გუნდს ჯერ არ უმსჯელია:

_ ბატონო კახი, იქნებით თუ არა „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიის პირველი ნომერი?

_ ვერ გეტყვით. ამაზე გუნდში საუბარი არ ყოფილა. გულრწფელად მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის ჩემთვის პრიორიტეტი. ვიქნები იქ სადაც გუნდს, ჩემს ხალხს სჭირდება. არა აქვს მნიშვნელობა პოლიტიკაში ვიქნები, ბიზნესში თუ სხვა მიმართულებაში. ვიყავი სპორტში და ყოველთვის ვემსახურებოდი ჩემს სამშობლოს, ჩემს ქვეყანას. სადაც გუნდს იქ ვიქნები იმ ფორმით, როგორითაც საჭირო იქნება.

_ თუ გუნდს დასჭირდება, გახდებით პრემიერ-მინისტრი რაზეც დღეს აქტიურად მიდის საუბარი? იმასაც ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის ფავორიტი ხართ….

_ დღეს ქვეყანს ჰყავს პრემიერ-მინისტრი, ახალგაზრდა პიროვნება. ლიდერი პარტია „ქართული ოცნების“, კოალიციის თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი. ვფიქრობ, რომ ის წარმატებული პრემიერ მინისტრია. ახალგაზრდა კაცია და ჩვენ, მთლიანად მთელი გუნდი, მაქსიმალურ თანადგომას ვუცხადებთ. ძალიან ბევრ მნიშნელოვან პროექტს ვახორციელებთ, ბევრი რეფორმები მიმდინარეობს ქვეყანაშია. თუმცა, სამომავლოდ ვინ იქნება ლიდერი, ვინ იქნება ქვეყნის პრემიერ მინისტრი, ამაზე გუნდი იმსჯელებს. ჯერ ძალიან ბევრი დროა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე. დაველოდოთ მოვლენებს.

_ არ გამორიცხავთ რომ თქვენ გახდეთ?

_ გამიჭირდება წინასწარ რაიმე კონკრეტიკაზე საუბარი. კიდევ ერთხელ ავღნიშნავ, რომ მზად ვარ, კარისკაცადაც დავდგე, თუ ეს ჩემს გუნდს, ჩემს ქვეყანას დასჭირდება, _ გვითხრა კახი კალაძემ.

დარჩებიან თუ არა გუგული მაღრაძე და თამაზ მეჭიაური „ქართული ოცნების“ სახეებად; როგორ აპირებს კახი კალაძე პარტიის განახლებას; ვინ და რატომ ცდილობდა მასსა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის ჩადგომას; რა დაპირებები შეასრულა „ქართულმა ოცნებამ“; რა ხდება „გაზპრომთან“ დაკავშირებით; რა ისიც საკუთარი ხელფასის შესახებ; რას ფიქრობს პრემიებზე და დანამატებზე, „რუსთავი 2“-ზე, ამერიკის ელჩზე, დახურულ თოქშოუებზე _ დაელოდეთ „გურია ნიუსის“ ექსკლუზიურ ინტერვიუს კახი კალაძესთან.

ამავე ინტერვიუდან გაიგებთ როდის დასრულდება გაზიფიცირება და გამრიცხველიანება, რატომ გაიზარდა ტარიფები, რატომ ითიშება ხშირად ელექტროენერგია და რა ბრალდება დოლარს.წყარო გურიანიუსი

Leave A Reply

Your email address will not be published.